02/08/2024
17:37
სპორტი
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
დისციპლინარული კომისიის შეფასებით, ქართველი ძიუდოისტის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას.
შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„+100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტის ქცევა „ძიუდოს სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგებოდა. სიტუაციის შესასწავლად სასწრაფოდ დროებითი დისციპლინური კომისია საგანგებოდ შეიკრიბა.
შედეგად შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული:
გურამ თუშიშვილი მოიხსნა ინდივიდუალური ასპარეზობიდან და არ იქნება დაშვებული რეპეშაჟში მონაწილეობის მისაღებად.
გურამ თუშიშვილი ასევე მოიხსნა 2024 წლის სამ აგვისტოს დაგეგმილ შერეულ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობიდან.
გურამ თუშიშვილს ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მომხდარის დასადგენად შემდგომი გამოძიება ჩატარდება.
გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ქართულ დელეგაციასა და ათლეტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0