02/08/2024
13:38
სპორტი
ძიუდოს ტირნირზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა თავისი პირველი ორთაბრძოლა გამართა. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე იყო. თუშიშვილმა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა. დიდი ალბათობით, თუშიშვილის მომდევნო მეტოქე ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იქნება.
რამდენიმე წუთის წინ, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, რომენ დიკოს შეხვდა. ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
0
0