10/07/2024
23:27
სპორტი
გურამ კაშია ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლიდან 10 დღეში მოედანს დაუბრუნდა. ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი „შტრუგა“ 4:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. „სლოვანი“ პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ „შტრუგამ“ ჯერ სხვაობა შეამცირა, 74-ე წუთზე კი წონასწორობა აღადგინა.
მოგვიანებით, ბრატისლაველების გამოცდილმა ნახევარმცველმა, იურაი კუცკამ დუბლით (85, 90+1) ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა რიგის „ერეფსიმ“, რომლის რიგებშიც ქართველი ფეხბურთელი ლაშა ოდიშარია თამაშობს. ლატვიელებმა ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდი „ლარნე“ 3:0 დაამარცხეს, ოდიშარია კი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.
0
0