27/07/2024
20:03
სპორტი
რატომ გაუშვა ლიონის „ოლიმპიკმა“ 14 წლის ასაკში გიორგი მიქაუტაძე, რომელმა მაშინ უცნობ საფეხბურთო კლუბ „სენტ-პრისტში“ გადასვლა გადაწყვიტა, მშობლიურ გუნდს კი 9 წლის შემდეგ დაუბრუნდა, – ამის შესახებ Le Progrès-თან ინტერვიუში აკადემიის ყოფილმა დირექტორმა, ჟან-ფრანსუა ვულიემ ისაუბრა.
„წასვლიდან ცხრა წლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ დაბრუნდა. ის ეკუთვნოდა კაკერეს, გუირის, პიერ კალულუს, ბაჰლულის და ბარდის თაობას, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ.
ჟორჟი ამ დროისთვის სათამაშოდ მზად არ იყო, დაბალიც გახლდათ და სათამაშო დრო აკლდა. მიქაუტაძეს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, მაგრამ ამ ასაკში კონკურენცია უჭირდა და სხვებს ჩამორჩებოდა. ასეც ხდება. ამიტომაც მოუხდა წასვლა.
შეცდომა ხომ არ დაუშვა „ლიონმა“, რომ მიქაუტაძე გაუშვა? არა, უბრალოდ სხვები მასზე სწრაფები იყვნენ. „მეცში“ კარიერა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ ბევრი იმუშავა და გაიზარდა. ის გამძლე იყო და პრობლემები გადალახა. სიჩქარის, მოედნის ხედვისა და ბურთის კონტროლის წყალობით, შესანიშნავი მოთამაშე გახდა. ახლა ის მართლაც გაზრდილია“, – მიაჩნია ჟან-ფრანსუა ვულიეს.
0
0