31/07/2023
20:47
კულტურა
ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში ვარსკვლავი გაუხსნეს, „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს, რა ემოცია ჰქონდა ვარსკვლავის გახსნისას.
ნანი ბრეგვაძე აღნიშნავს, რომ ძალიან დასაფასებელია აზერბაიჯანელების დამოკიდებულება და ამით უსაზღვროდ მადლიერია.
– ქალბატონო ნანი, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები აზერბაიჯანში თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნის შემდეგ? როგორც გვითხრეს, თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნაზე ყველა თქვენი სილამაზით იყო მოხიბლული…
– კარგით რა, ჩემს სილამაზეზე ლაპარაკი ძალიან სასაცილო მგონია. ალბათ, ამდენი ხნის რომ გავხდი, ამ ასაკისას არ ვგავარ. აზერბაიჯანში ჩემ მიმართ თბილ დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ვარსკვლავის გახსნაზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან გამიკვირდა. მეტად თბილი ხალხია, ბევრ მათგანთან მეგობრობა მაკავშირებს, უარს როგორ ვიტყოდი, მაგრამ რომ მითხრეს, კი ვთქვი, რატომ მე და არა – სხვა-მეთქი…
დღესაც კი იქ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ბუბას მიმართ… შემდეგ მე ვარ, რადგან ამ თაობას შემოვრჩი. ამიტომაც, ძალიან დასაფასებელია მათი დამოკიდებულება და უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონია, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო…“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე გამოცემასთან.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024