გულრიფშში 7 შეიარაღებულ პირს ეძებენ, გადაკეტილია სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა - რუსული მედია
09/11/2023
00:27
კონფლიქტები
A-
+A
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ. ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გულრიფშის რაიონში, მთებში ადგილობრივმა მონადირეებმა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი დაინახეს. მათ ახლა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ეძებენ. ე.წ. მინისტრი მონადირეებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შეიარაღებულებს საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდათ.
"ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა", - თქვა კიუტმა და აქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის, სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.
0
0
412
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%