გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში - პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას მიმართავს
05/11/2021
13:58
საზოგადოება
A-
+A
"ყველაფერს აქვს საზღვარი!!! ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი საოპერო შემსრულებელი და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე წერს და "ქართულ ოცნებას" მიმართავს.
"ქართულო ოცნებავ", ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველური ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს", - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 36-ე დღეა შიმშილობს.
0
0
751
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%