31/08/2022
19:35
მსოფლიო
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, მიხეილ გორბაჩოვი კრიმინალი და კრიმინალური პარტიის ლიდერი იყო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი შეუწყო პარტიული მონოლითის გახლეჩვას და ლიეტუველებმა და სხვებმა ოსტატურად გამოიყენეს სიტუაცია დამოუკიდებლობის აღსადგენად, ის იყო კრიმინალი დემოკრატიული სახელმწიფოს თვალსაზრისით, რომელმაც ბრძანა ვილნიუსში, თბილისში, ალმათში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა. ასეთი მოგონებები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ არა ამჯერად”, - წერს მინისტრი.
მისი თქმით, ერთადერთი დადებითი, რაც გორბაჩოვმა გააკეთა ის იყო, რომ ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის კაპიტულაციას.
„ერთადერთი პლუსი ის არის, რომ მან ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის კაპიტულაციას“, - წერს ანუსაუსკასი.
0
0