15/10/2024
10:13
მსოფლიო
Google-მა ხელი მოაწერა მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების გამოყენების შესახებ შეთანხმებას, რათა გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით ბირთვული ენერგია, რომელიც საჭიროა მისი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზების გასაძლიერებლად.
კომპანიის განცხადებით, Kairos Power-თან შეთანხმების მიხედვით, ის, ათწლეულის განმავლობაში, პირველი რეაქტორის გამოყენებას დაიწყებს. კომპანიებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა თანხებს მოიცავს გარიგება ან სად აშენდება ქარხნები.
"ტექნოლოგიური ფირმები სულ უფრო ხშირად იყენებენ ენერგიის ბირთვულ წყაროებს ხელოვნური ინტელექტის მმართველ მონაცემთა უზარმაზარი ბაზებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით. ქსელს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისთვის ახალი ელექტროენერგიის წყაროები სჭირდება. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ახალ ტექნოლოგიას, რომ ენერგეტიკული მოთხოვნილებები სწრაფად და საიმედოდ დააკმაყოფილოს", - თქვა Google-ის ენერგეტიკისა და კლიმატის დირექტორმა მაიკლ ტერელმა.
მანამდე კი, აღნიშნული გეგმები აშშ-ის ბირთვულმა მარეგულირებელმა კომისიამ და ადგილობრივმა სააგენტოებმა უნდა განიხილონ. ბირთვული ენერგია, რომელიც, პრაქტიკულად, არ შეიცავს ნახშირბადს და ელექტროენერგიას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს, სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტექნიკური ინდუსტრიისთვის, რადგან ამ გზით მცირდება ემისიები, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ენერგია იხარჯება.
თუმცა, კრიტიკოსების შეფასებით, ბირთვული ენერგია არ არის რისკისგან დაცული და ხანგრძლივ რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნის.
0
0