02/09/2024
00:31
სპორტი
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება – ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, გუნდს ახალგაზრდული ნაკრებიდან „ემპოლის“ ფეხბურთელი, 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე დაემატება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა“ და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.
20 წლის ფეხბურთელს 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ში, „ბოლონიასთან“ შეხვედრაში, წარმატებული დებიუტი ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრანთან ერთად, სექტემბრის შეკრებაზე გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება“.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრება. მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს.
0
0