19/08/2023
09:19
კულტურა
საზოგადოება გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება. მსახიობი, რეჟისორი და მწერალი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს ნათამაშები.
გოგი ხარაბაძეს შესრულებული აქვს როლები რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლებში „ყვარყვარე თუთაბერი“, „ვეფხისტყაოსანი“, „ოიდიპოს მეფე“, „რიჩარდ III“.
პირველი კინოროლი მან შეასრულა 1966 წელს ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობისთვე“.
არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი პირველი წიგნი, “თქვენ მომაგონდით”, 1990 წელს გამოიცა. 2018 წელს კი დაიბეჭდა მისი მოგონებების წიგნი “აღმართ-აღმართ.”
გოგი ხარაბაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება შაბათს, 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში, გამოსვენება არის კვირას, 20 აგვისტოს, 14:00 საათზე, სიონის ტაძრიდან.
0
0