08/08/2024
12:13
სპორტი
გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „კოპენჰაგენში“, რომელმაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხური „ოსტრავა“ 1:0 დაამარცხა.
გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ მცირე ხნის წინ იჯარით გადავიდა. ამ დროს დანიური კლუბი ევროტურნირზე თამაშს უკვე ატარებდა და ბუნებრივია, ქართველი ახალწვეული განაცხადში არ იყო.
ამჯერად, სამატჩო ოქმში მოხვდა და სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მე-10 წუთზე დანიელების მექსიკელი მცველი როდრიგო ჰუესკასი დაშავდა და მწვრთნელმა გოჩოლეიშვილი მოედანზე შეუშვა, რომლის თამაშიც 6,5 ქულით შეაფასეს.
„კოპენჰაგენი“კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ოსტრავას“ ჩეხეთში 15 აგვისტოს ესტუმრება. მანამდე, 11 აგვისტოს კი ქართველის გუნდი დანიის სუპერლიგაში ქვეყნის ჩემპიონატში „სონდერიისკეს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.
0
0