06/07/2024
21:51
სამართალი
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. დაშავებულის დედის ცნობით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.
ცნობილია, რომ დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. არ არის გამორიცხული ქირურგიული ჩარევის საჭიროებაც.
დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.
0
0