24/11/2021
16:20
სამართალი
უკრაინის მოქალაქე უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები ამ წუთებში ციხის პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
Nმე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის ადვოკატიც მივიდა.
„დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახურიდან და მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგორენკო გარდაიცვალა და მეკითხება ასეთ რაღაცას, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო. ვითხოვე, რომ მოეცათ ჩემთვის ნება, შევსულიყავი და დავსწრებოდი დათვალიერებას. შემოვედი, ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს“, - აცხადებს პატიმრის უფლებადამცველი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
ჯაბა კოჭლამაზიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სხვა პატიმრებთან კონფლიქტი არ ჰქონია, რადგან მსჯავრდებული მასთან ბოლომდე არ გაიხსნა და მხოლოდ სამარტოო საკანში გადასვლა მოითხოვა. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის რა მოხდა, ითხოვს დასწრებას და არასწორია, როცა ადვოკატს დასწრების უფლებას არ აძლევენ.
თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია, ტვ ,,პირველმა'' - მა გაავრცელა.
0
0