22/12/2022
16:32
სამართალი
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "მსახიობობს და ბინძურად სიმულირებს".
მისივე თქმით, არ სჯერა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ "თმის გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა".
"თქვენც გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? მე ეს არ მჯერა და არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც დღეს სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება.
მთელი თავის ცხოვრება ატყუებდა და ჰყავდა სტრესში და წამებაში ქართველი ხალხი და დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ თმა რომ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა.
ჩემი აზრითაც, ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს. წინა კადრები რომ ვნახე და დღევანდელი, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიჩნდა ეს რწმენა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ რასაც აკეთებს - მსახიობობს"- ამბობს მდინარაძე.
როგორც ცნობილია, დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.
0
0