გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია
10/08/2024
20:49
სპორტი
A-
+A
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს.
მაჭარაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.
ამ დროისთვის, საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
0
0
290
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%