10/08/2024
15:18
სპორტი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილმა (97 კგ) მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე მარტივად, 11:0 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ფინალის საგზურისთვის თავის პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მერვედფინალში წააგო და ოლიმპიადას დაემშვიდობა, რადგანაც მისი დამმარცხებელი სომეხი მოჭიდავეც მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი, რომელშიც გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.
0
0