27/02/2023
22:45
სამხედრო
პარტია „გირის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, 11 მარტს „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს.
იაგო ხვიჩია აქციაზე მისვლისკენ თავისუფლების მოყვარულ ყველა ადამიანს მოუწოდებს.
„11 მარტს აქცია გვაქვს და ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს, არა მხოლოდ წვევამდელებს, მათ ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს, დედებს, ძმებს, დებს და ყველს იმიტომ, რომ დასაცავია თქვენი ოჯახის წევრი, ყურებში წაავლებენ ხელს და წაასხამენ მონად ცოტა ხანში.
საბჭოთა კავშირში წვევამდელს არავინ არ სცემდა პატივს. როგორ შეიძლება მონას პატივი სცე? როგორ შეიძლება მონამ დაგიცვას? როცა საკუთარი თავი ვერ დაუცავს ჩაჩიბაიებისგან“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავდნენ, ამ კანონპროექტის განხილვას კი სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი და უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაუპირისპირდნენ.
0
0