29/07/2024
10:32
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ლა ლიგის ორი გუნდი, ვიგოს „სელტა“ და „ესპანიოლი“ დაინტერესდა, – ინფორმაციას Mundo Levante-ს ჟურნალისტი, ენრიკ მარტინი ავრცელებს.
„გიორგი ქოჩორაშვილით, ოფიციალური შეთავაზებების გარეშე, ესპანეთში ორი გუნდია დაინტერესებული – ვიგოს „სელტა“ და „ესპანიოლი“, მაგრამ ის ახლა თუ წავა, სავარაუდოდ, ევროპის სხვა ლიგაში, სერია A-ში“, – წერს ესპანელი ჟურნალისტი.
„ესპანიოლსა“ და „სელტას“ „ლევანტესთვის“ ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავთ. ქოჩორაშვილის აყვანის ყველაზე რეალური კანდიდატები იტალიის სერია A-ს წარმომადგენლები – „ლაციო“ და „ტორინო“ არიან“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მიმდინარე ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო, მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის „ლევანტესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
0
0