01/10/2024
12:55
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილი „ალმერიასთან“ „ლევანტეს“ გამარჯვებას (4:2) სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა და უმნიშვნელოვანესი უწოდა, რადგან გუნდი ლა ლიგა 2-ის ლიდერი გახდა.
ვალენსიური გუნდის წარმატებაში დიდი როლი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ შეასრულა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში (2:2) გოლთან ერთად ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ანალიტიკურმა საფეხბურთო პორტალმა, sofascore-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
„უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გუნდისთვის! რთული მატჩი იყო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ ძალა, ხასიათი და გავაკეთეთ მაქსიმუმი, რათა 3 ქულა დაგვრჩენოდა.
მოთამაშეებმა ყველაფერი გავიღეთ მოედანზე და საბოლოოდ, ერთობლივმა ძალისხმევამ გამარჯვება მოგვიტანა. ფეხბურთი გუნდური სპორტია და როცა ერთ მუშტად იკვრები, შედეგთან ყოველთვის უფრო ახლოს ხარ. ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც ერთად მივაღწევთ“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
0
0