15/10/2024
20:34
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა – ასეთია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები.
გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ქოჩორაშვილი მონაწილეობდა ევრო 2024-ის პლეი ოფის ორივე მატჩში, 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა.
ზაფხულში გიორგიმ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ყველა მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში თურქეთთან, 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა.
ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტს გაზეთი „სარბიელი“, მეოთხე სეზონია, ავლენს. გამარჯვებულს ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის მიერ დამზადებული პრიზი გადაეცემა – გიორგი ხვედელიძის პერსონაჟის ფიგურა კინოფილმიდან „ფეოლა“.
„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკთხვაში ჩვენი კოლეგების რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. შედეგები სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ გამოცხადდა.
0
0