გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, „მეცი“ 18,5 მილიონ ევროს მიიღებს - L'Équipe
18/07/2024
18:06
სპორტი
A-
+A
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოლიმპიკ ლიონთან“ კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდეა და „მეცი“ 18,5 მილიონ ევროს მიიღებს – ინფორომაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.
„მიქაუტაძეს ორშაბათს საღამოს „მეცმა“ კლუბიდან წასვლის უფლება მისცა. ეს „ლიონის“ ხელმძღვანელებთან შეთანხმების შემდეგ მოხდა.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერის საბოლოო დეტალების დაზუსტებას ელოდა.
ხუთშაბათს მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი საყვარელი კლუბის მაისურით ფოტო გადაიღო, რომელიც 15 წლის ასაკში დატოვა.
კლუბი ახალწვეულს დღის ბოლომდე წარადგენს“ – წერს L’Équipe.
0
0
185
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%