12/05/2023
10:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელია – ასეთია CIES Football Observatory-ის შეფასება.
ეს არაა „ტრანსფერმარკტის“ ტრადიციული შეფასება – Football Observatory ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას საკუთარი სტატისტიკური მოდელის მიხედვით ადგენს.
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტრადიციული კვლევის მიხედვით, საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძეს (34 თამაშში 22 გოლი, 7 საგოლე პასი) ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება აქვს. მისი რეალური ფასი 10 მილიონი ევროა და ბევრად უსწრებს ჯუნიორ მუანგას(„ბორდო“, 5 მილიონი ევრო) და საიდუ სოუს („სენტ ეტიენი“, 4 მილიონი ევრო).
„კვლევის მიხედვით, ლიგა 2-ის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელი ლიგის ნამდვილი „კილერია“ – გიორგის მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება Football Observatory-ის მიხედვით 10 მილიონი ევროა, რაც „მეცის“ მოთამაშეთა „ჯამური ფასის 24%-ია“ – წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
0
0