28/08/2024
23:33
სპორტი
ცოტა ხნის წინ დასრულდა “ლა ლიგის” მორიგი ტურის მატჩი. "ბილბაომ" სახლში "ვალენსიას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ამ მარცხის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგიმ ინიაკი უილიამსის ურთულესი დარტყმა მოიგერია და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდის შემდეგ ბასკების ვარსკვლავმა გიორგის თამაში შეაქოა და ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
„ვალენსიამ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, სამივე მატჩი წააგო და უქულოდ დარჩენილი ბოლო ადგილზე იმყოფება.
საინტერესოა ანალიტიკური პორტალების შეფასებები. Flashscore.com-მა გიორგის მხოლოდ 6,2 დაუწერა, Sofascore.com და Whoscored.com უფრო მაღალ - 7,4 და 7,3 შეფასებებს უწერენ.
0
0