22/12/2022
16:53
სამართალი
ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირი იოსებ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იოსებ სირაბიძეს დაზარალებულთან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია აეკრძალა.
„ბრალდებულს დაეკისროს გირაოს სახით 5000 ლარი”,- განაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.
შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს, 3000 ლარის ოდენობით სთავაზობდა. თავად ბრალდებულმა, ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი მისი მხრიდან შეცდომა იყო.
„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული. მეორეჯერ არ განმეორდება”, - განაცხადა სირაბიძემ.
ცნობისთვის, დაკავებულ იოსებ სირაბიძეს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს სამი დღის წინ დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას. აღსანიშნავია, რომ იოსებ სირაბიძე „კონსერვატიული პარტიის” წევრია.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024