20/09/2024
16:03
პოლიტიკა
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა არა გუშინ, არამედ 3-4 დღის წინ შედგა და მოლაპარაკებების საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა.
„თქვენ მინდა იცოდეთ, რომ ეს არ მომხდარა გუშინ, ეს იყო, დაახლოებით, 3-4 დღის წინ, როდესაც მე ჯონს შევხვდი. კი, ჩვენ ვხვდებით ხოლმე, ვსაუბრობთ, მე მგონი, ვერავინ აგვიკრძალავს ყავის დალევას. მაშინ ეს არაფერი მომხდარი არ იყო და შესაბამისად, ჩვენი საუბრის თემა და საგანი იყო საერთოდ სხვა. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რაღაცებს, განვიხილავდით, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი თემა,“ - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, „ქრონიკის ინფორმაციით, გიორგი გახარია, ანა ბუჩუკურთან ერთად კაფეში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია. „ქრონიკის“ ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე გიორგი გახარიას ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემობრუნება დაავალეს.
0
0