15/10/2021
18:21
პოლიტიკა
„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და მით უმეტეს, არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ, ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.
წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ „გამოჭერა“ აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.
და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – წერს გიგი უგულავა.
გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამის უფლება ექიმებმა მისცეს.
მოგვიანებით, უგულავამ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლისას და აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა. „ამ თემაზე უკვე დავდე პოსტი განმარტება. შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ, მეტს ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა. მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
0
0