01/09/2024
17:36
სპორტი
პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს პარიზში მიმდინარე 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს! 33 წლის ქართველ პარასპორტსმენს, რომელმაც ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდის ავტორიც გახდა, მოგვიანებით მიღწევა გაუუქმეს.
გიგა ოჩხიკიძემ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და ერთ-ერთი მთავარი ფავოროტის რანგში წარსდგა, ბირთვი 9,66 მეტრზე ისროლა და უახლოეს მდევარს, მაროკოელ აბდელილა განის 0,22 მეტრით აჯობა. მესამე და მეოთხე ადგილებზე ირანელი და პოლონელი პარამძლეოსნები გავიდნენ.
როგორც ირკვევა, გამარჯვებულად ქართველი პარასპორტსმენის გამოცხადების შემდეგ, მოროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი მსაჯები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოჩხოკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს. თამაშების ოფიციალურ გვერდზე ცვლილებები შეიტანეს - ამჟამად ჩემპიონად მაროკოელია გამოცხადებული, ვიცე-ჩემპიონად - ირანელი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორად - პოლონელი პარამძლეოსანი.
ჯერჯერობით უცნობია, როგორია მომხდართან დაკავშირებით ქართული დელეგაციის რეაქცია.
ამრიგად, პარიზში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ანგარიშზე კვლავაც მხოლოდ ერთი მედალია - ბრინჯაო, რომელსაც თამაშების პირველ დღეს 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე დაუფლა.
0
0