20/08/2023
14:54
სპორტი
გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა. გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის წინადადება დააკმაყოფილა და ექვსი წლის შემდეგ აჭარულ კლუბს ახალი დამრიგებელი ეყოლება, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში აუტსაიდერს, „სამტრედიას“ უმასპინძლა და, მოულოდნელად, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. ბათუმელებმა გოლი 90+7-ე წუთზე გაიტანეს, თავი ფლამარიონმა გამოიჩინა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, წასვლა გეგუჩაძის ინიციატივა იყო. ჯერ უცნობია, ვინ გახდება აჭარული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგას პირველივე ეტაპზე ალბანურ „ტირანასთან“ გამოეთიშა. ამის შემდეგ გუნდის ქომაგთა ჯგუფმა, Black Sea Pirates-მა მწვრთნელის გათავისუფლება მოითხოვა. „დინამოს“ ხელმძღვანელებისგან უარის თქმის შემდეგ მათ ტრიბუნა დატოვეს.
0
0