22/10/2021
14:07
პოლიტიკა
,,სხვადასხვა სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, რომ შერჩევითად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ინტენსიურად ხვდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და თავხედურად ირწმუნება, ერთ-ორ თვეში "მყარ მტკიცებულებებს" დადებს სააკაშვილის "პოლიტიკურ პატიმრობაზე".
ჯალათი სააკაშვილის გამართლების მცდელობას არ მალავს ლომჯარიას მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და აცხადებს, რომ მათი აპარატი მიხეილ სააკაშვილის საქმეებს სწავლობს და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისი პოზიცია ექნებათ.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე უნამუსო და სამარცხვინო სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი აპარატი ვერანაირ არგუმენტს შეაგროვებს დამნაშავე ექს-პრეზიდენტის გამართლებაზე, რომელსაც ვერდიქტები სტრასბურგის სასამართლომაც გამოუტანა. ამგვარი უშედეგო მცდელობა იქნება ლომჯარიას ისედაც უკიდურესად შელახული რეპუტაციის დაზიანება. თუ ეს ამ ქალბატონის ანგარებიანი თვითმიზანია, თავისუფალია არჩევანის გაკეთებაში.’’ - წერს facebook - ზე გია აბაშიძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
24/01/2025