29/10/2021
23:17
საზოგადოება
ანალიტიკოსი მეუფე გრიგოლს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებებისგან. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, პატივს ვცემ ნებისმიერი სასულიერო პირის წოდებასა და ხარისხს, მაგრამ, როცა ცალკეული კლერკი პოლიტიკურ ველზე შემოდის რადიკალების დღის წესრიგით, ყოველთვის ვუპასუხებ. მეუფე გრიგოლ, თქვენ ყველა პოლიტიკური გემოვნების მრევლის გამაერთიანებელი უნდა ბრძანდებოდეთ, ესაა თქვენი სულიერი მისიის ერთ-ერთი მთავარი არსი. თქვენი ამგვარი უკიდურესად მიკერძოებული, პოლიტიკური განცხადებები რა მიზანს ემსახურება? ნუ აბრკოლებთ მცირედმორწმუნე ადამიანებს, ან თუნდაც ეკლესიის წიაღში ჯერ კიდევ მიუსვლელებს! მე პირადად ჩემი მოძღვრის მეოხებით, რაც არ უნდა პოლიტიკური სიყალბე გაავრცელოთ, არასოდეს დავბრკოლდები! მშვიდობა თქვენდა! მოწიწებით, გიორგი (გია) აბაშიძე“, - წერს ანალიტიკოსი facebook - ზე.
0
0