გია აბაშიძე: ევროპელი ელჩები მკაფიოდ ეუბნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში
31/10/2021
21:13
პოლიტიკა
A-
+A
ევროპელი ელჩები მკაფიოდ ეუბნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერ.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპელი ელჩები მკაფიოდ ეუბნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში. აწი აზრი არ აქვს „ლელოს“ ხაზარაძე იქნება დეპუტატი თუ არა დეპუტატი და რამდენ საპროტესტო პერფორმანსს ჩაატარებენ პატიმარი სააკაშვილის მიმდევრები.
არჩევნები ლეგიტიმურია და ყველა დავა, პრეტენზია უნდა გადაწყდეს სასამართლოს მეშვეობით და არა ქუჩაში სირბილით“, - წერს გია აბაშიძე.
ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა სადაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურია შეფასებული. ორგანიზაცია ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს.
0
0
493
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%