28/12/2024
00:34
პოლიტიკა
ისე, ცნობისათვის-ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი. - ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე წერს.
მისი ინფორმაციით, სომხეთში არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან.
"სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოგანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან. ამ ლობში 115 კონგრესმენი შედის მათ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის დასანქცირება მოითხოვეს. შემთხვევით არ უხსენებია საქართველოში გადატრიალების განზრახვა. გემახსოვრებათ- 2000-იანების დასაწყისში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ ეკოლოგიური ენჯეოები - სწორედ ეს სომხური ჯგუფები აფინანსებდნენ მთელს კავკასიაში, ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიან - უფრო ზუსტად კი მათ უნდათ,რომ ტრანზიტმა სომხეთზე გაიაროს და არა საქართველოზე. ზოგადად ესაა მათი გეგმა - არ მიგესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყო ქაოსში, ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში.
საოცარი კიდევ ისაა, რომ ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, რომელიც ადაიანის უფლებათა უმაღლესი არბიტრი უნდა იყოს ამერიკის კონგრესში, ამავე დროს ღიად არის ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის ლობისტი,
აქ ობიექტურობაზე საუბარი ხომ სასაცილოც არის, მითუმეტეს, როცა ეს ,,არბიტრი'' ერთ ტვიტში 1000 დოლარს იღებს ,, ფორმულასგან''.
სხვათა შორის, როგორც კი აფხაზეთის საკითხი დგება, მომენტალურად ირთვებოდა და ახლაც ჩაირთო ანტიქართული აგენტურა,
არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აღარაა ენის მოჩლექის და ნართაული ლაპარაკის დრო- ილხამ ალიევს მაინც მოუსმინონ ამ ატროებულებმა, კაცმა გარკვევით თქვა, რა საფრთხის წინაშე ვართ.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ძალები პირველ რიგში, სწორედ სომეხი ხალხის ინტერესებს აზიანებენ.
ჰოდა, ამ ვირისტვინა ე.წ. ევროშაყინტრავებულ ხელოვანებს, ექიმებს, პროფესურას და სხვა ქრისტეს ფრჩხილის მკვნეტელებს მივმართავ, ხვალ რომ ჯაჭვში უნდათ ჩადგნენ-ვინ გაყენებთ მაგ ჯაჭვში, ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ -ვერა?
ხაზარაძის და ელისაშვილთან დადექით -მადლი გადმოგეცემათ!
ამდენი ამბიციური გიჟის, ევროგაშმაგებულის და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფი თავდაჩარჩოებულების რადიკალიზმი პირდაპირ საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის, რომლებიც მრავლად არიან და ეს გონებადაბნელებულები თუ არ შევაჩერეთ, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი.
ამ ტექსტმა ანტისომხური გრძნობები არ უნდა აღძრას-ჯერ ერთი, ყველა სომეხი ასე არ ფიქრობს და მეორეც-ის ჯგუფი თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის იბრძვის, რაც დასაფასებელია." წერს მანჯავიძე და შესაბამის ბმულსაც ავრცელებს.
0
0