ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება - ჰამასის პოლიტბიუროს წევრი
21/11/2024
10:41
მსოფლიო
A-
+A
ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება, - ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.
„ომის დამთავრების გარეშე პატიმრების (მძევლების) გაცვლა არ მოხდება. თუ აგრესია არ დასრულდება, რატომ უნდა დააბრუნოს პატიმრები (მძევლები) წინააღმდეგობამ, კერძოდ „ჰამასმა“? როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა კოზირი დაკარგოს, რომელსაც იგი ფლობს, როდესაც ომი გრძელდება?“ - განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.
მისივე თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ქვეყანასთან და შუამავლებთან კონტაქტები არსებობს.
„რეალობა ადასტურებს, რომ ის, ვინც მოლაპარაკებებს ძირს უთხრის, ნეთანიაჰუა“, - აღნიშნა „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა.
0
0
59
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%