12/12/2022
15:13
სამხედრო
საქართველოს პრემიერი-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიცლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან [ზურა ჯაფარიძემ] ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქციური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ.
ჩვენ არ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნისთვის, რა უნდა იყოს?!." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუშაობენ "სამხედრო კოდექსზე", რომელშიც სხვა ცვლილებებიც შევა. მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მოხდება.
გარდა ამისა, სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 23 წლამდე იქნება. მათ წელიწადში ერთთვიანი სამხედრო მოსამზადებელი კურსის გავლის შემთხვევაში სწავლის დამთავრების შემდეგ რეზერვის სტატუსი მიენიჭებათ.
როგორც ცნობილია, 2017 წელს პარტია “გირჩმა” - რომელიც დაარსებიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძვის - დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება”. კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
0
0