29/09/2021
19:07
პოლიტიკა
აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს.
0
0