19/08/2022
17:06
მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ამოქმედების წინადადებით გერმანიის ვიცე-სპიკერი ვოლფგანგ კუბიკი გამოვიდა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლინდნერი მიიჩნევს, რომ კუბიკის ინიციატივა „არასწორი და აბსურდულია“.
გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება ასევე უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც. მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ვიცე-სპიკერი გამოვიდა იდეით, რომ რუსული გაზსადენი ზამთრის სეზონისთვის ბუნებრივი აირის მოსამარაგებლად დროებით ჩართონ და შემდეგ ისევ გათიშონ.
0
0