გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს
19/06/2024
23:31
სამართალი
A-
+A
გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა.
გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო.
სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
0
0
165
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%