გერმანიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
13/02/2022
10:47
მსოფლიო
A-
+A
გერმანიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. Deutsche Welle-ს ცნობით, პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, თუმცა ფავორიტად მოქმედი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევა.
65 წლის შტაინმაიერს მხარს უჭერენ „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“, შესაბამისად, მას ხმების უმრავლესობა წინასწარ აქვს უზრუნველყოფილი.
შტაინმაიერის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ექიმი გერჰარდ ტრაბერტი („მემარცხენეები“), ეკონომისტი მაქს ოტე („ალტერნატივა გერმანიისთვის“) და ასტროფიზიკოსი შტეფანი გებაუერი („თავისუფალი ამომრჩევლები“).
გერმანიაში პრეზიდენტს ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც ბუნდესტაგის და ბუნდესრატის წევრისგან შედგება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს.
0
0
355
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%