გერმანია რუსულ გაზზე უარს აცხადებს
27/02/2022
18:07
ომი უკრაინაში
A-
+A
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კვირას, 27 თებერვალს, გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვმა დაუსაბუთებლად გაზარდა ფასები „ცისფერ საწვავზე“, მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და აღარ შეიძლება, ნორმალურ პარტნიორად ჩაითვალოს.
"ვლადიმერ პუტინს რუსეთის იმპერიის ხელახალი შექმნა სურს და ევროპის მართვა ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. რუსებს არ სურთ ომი. ეს ომი რჩება პუტინის ომად.
ამრიგად, ბერლინი შეერთებული შტატებიდან გაზის მიწოდებაზე გადავა", - დასძინა შოლცმა
მან ასევე მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაფართოვდეს LNG ტერმინალები, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტების გაფორმება აღარ დასჭიედებათ.
0
0
369
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%