09/08/2024
15:13
სპორტი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) ასპარეზობს.
პეტრიაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი იყო, რომელსაც დიდი ანგარიშით სძლია.
მანამდე ქართველმა ფალავანმა მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა.
ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან.
ფინალური ბლოკი დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო, 86კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
0
0