19/04/2023
23:24
სპორტი
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა ლეგენდარულ თურქ მოჭიდავესთან ტაჰა აკგულთან იჭიდავა და უშანსოდ 4:9 დამარცხდა. ტურნირზე დღეს სამმა ქართველმა – შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ფარტენაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი ტარას მარკოვიჩი 6:5 დაამარცხდა, კენჭაძემ სომეხ ალიხანიანს დამარაჯერებლად 8:0 მოუგო, მაისურაძემ კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიას 7:2 სძლია.
შეგახსენებთ, რომ დღემდე შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი გახლდათ. 18 აპრილს კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, მესამე ადგილზე კი ედემი ბოლქვაძე (65კგ) გავიდა.
0
0