19/05/2022
12:41
სამხედრო
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:
ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №51 - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.
ქ.თბილისი, დიმიტრი უზნაძის №117 ა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო
დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
მოსწავლის ავტობიოგრაფია;
ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).
რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები.
09.07.2022 – მათემატიკის გამოცდა.
10.07.2022 – ზოგადი უნარების გამოცდა.
0
0