28/12/2024
21:29
მსოფლიო
რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს.
„გაზპრომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გაზპრომმა“ 28 დეკემბერს გაუგზავნა შეტყობინება „მოლდოვაგაზს“, რომ რეგულარულად არ ასრულებს მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს, რაც მისი პირობების მნიშვნელოვანი დარღვევაა.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, ვიდრე „გაზპრომი“ წერილობით არ აცნობებს „მოლდოვაგაზს“ სხვა გადაწყვეტილების შესახებ.
„გაზპრომი“ იტოვებს ყველა უფლებას, მათ შორის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და „მოლდოვაგაზისგან“ ზარალის კომპენსირების, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულებისთვის ჯარიმის გადახდას“, – აღნიშნულია „გაზპრომის“ განცხადებაში.
0
0