გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტირება ფასიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
22/10/2021
20:16
საზოგადოება
A-
+A
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, გახდება თუ არა COVID19-ის ტესტირება ფასიანი. ცერცვაძის განცხადებით, ტესტირება ფასიანი ჯერ არ გახდება, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს.
„არა, ფასიანი ჯერჯერობით არ გახდება, მერე ვნახოთ. ორნაირი რეაგირება შეიძლება მოახდინოს სახელმწიფომ – გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. ეს განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.
საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მე მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
0
0
470
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%