15/01/2025
20:49
პოლიტიკა
ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი, ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ „ნაცი“ და ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს თმენის ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა.
„შენ როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0