გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ინალ არძინბას დაკავება სცადეს
30/06/2023
19:12
კონფლიქტები
A-
+A
თურქეთში, სტამბოლის აეროპორტში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას დაკავება სცადეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არძინბას დაკავებას უკრაინული მხარე ითხოვდა.
კიდევ ერთი „ტელეგრამ“ არხი წერს, რომ თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა არძინბა მართლაც შეაჩერა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.
ცნობისთვის, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში 2015 წლის შემდეგ სახელმწიფოს ტერიტორიული ინტეგრაციის დარღვევისა და სეპარატისტული დანაყოფის შექმნისთვის იძებნება.
შეგახსენებთ, ინალ არძინბა სტამბოლში იმყოფება. იგი თურქეთში აფხაზეთის ე.წ წარმომადგენელს, იბრაჰიმ ავიძბას შეხვდა.
0
0
453
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%