03/10/2024
20:27
არჩევნები 2024
როგორც ტელეკომოანია იმედი წერს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საქართველოსთან დაკავშირებით „უმძიმეს განცხადებას“ აქვეყნებს, სიცრუეა.
სინამდვილეში განცხადება მომზადებულია ესტონეთის პარტია „რეფორმების“ წევრის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ერიკ-ნილეს კროსის მიერ. განცხადებას კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი. მათ შორის ხელი არ მოუწერა ასამბლეის იმ წევრს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.
PACE-ს საიტზე გამოქვეყნებულ აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის განმარტება, რომ „ეს წერილობითი განცხადება ავალდებულებს მხოლოდ მათ, ვინც მას მოაწერა ხელი“.
აღსანიშნავია, რომ კროსი ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისში ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა.
ამასთან, ერიკ-ნილეს კროსი 2007 წელს საერთაშორისო ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის კონსულტანტი იყო, სააკაშვილმა ის 2013 წელს დააჯილდოვა კიდეც. მეტიც, მიხეილ სააკაშვილი მას მეგობარსა და საქართველოს ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორს უწოდებდა. ესტონეთის სპეცსამსახურების ყოფილი კონსულტანტი ერთი პერიოდი დროებით ინტერპოლის ცირკულარითაც იძებნებოდა. კროსს აეკრძალა ფიზიკური პირის სტატუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
0
0