16/08/2024
18:15
სამხედრო
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს და იგი ზიანს აყენებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მთლიანობაში, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„პრემიერ-მინისტრის ბრძანება გაწვევის გადავადების შესახებ ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, რომელსაც განიხილავს თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია. აღნიშნული მექანიზმი აქამდეც არსებობდა და ახლა ეს პროცესი თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, უფრო მეტად დაიხვეწა - უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდა“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელია.
0
0