18/01/2022
10:29
მსოფლიო
გამოცემა წერს, რომ ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა.
“ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის სათევზაო ნავით ათონის მთის სანაპიროდან ზღვაში შევიდა. მას შემდეგ გაუჩინარებულო საბერძნეთის სანაპირო დაცვა უგზოუკლოდ ეძებდა.
ახლახანს კი კუნძულ სკოპელოსის სანაპიროზე, ათონის წმიდა მთიდამ 74 საზღვაო მილის დაშორებით, ზღვამ მამა ევფროსინოსის ცხედარი ნაპირზე გამორიყა.
ცხედარი გარდაცვლილი ბერის ძმამ ამოიცნო. მონაზონი ევფროსინოსი გახლდათ ათონის წმინდა მთის ხილანდარის მონასტერს დაქვემდებარებული წმინდა ისააკის კელიის საძმოს წევრი. ის 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მრავალმოწყალე ყოგლადწმიდა სამებამ შეიწყალოს და აცხოვნოს ახალშესვენებულ მონა ღმრთისა მონაზონ ევფროსინოსის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0